2020 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის სტატისტიკური ანგარიში

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით განსახილველად 36 საჩივარი მიიღო, 2019 წლიდან განსახილველად 28 დისციპლინური საჩივარი გადმოვიდა. ამავე პერიოდში, შესაბამისი ფორმის დაცვის გარეშე 25 წერილი დარეგისტრირდა, რის შემდეგაც საჩივრის ავტორს გაეგზავნა საჩივრის ფორმა და შევსების დეტალური ინსტრუქცია. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ საჩივრების შესწავლის მიზნით გაიგზავნა 100-მდე წერილი და გამოთხოვილია წინასწარი მოკვლევისთვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია. საქმეებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საანგარიშო პერიოდში მიღებულია 80-ზე მეტი წერილის სახით

სა­ჩი­ვრ­ის ავ­ტო­რთა შე­სა­ხებ სტ­ატ­ის­ტი­კუ­რი ინ­ფო­რმ­აც­იის და­მუ­შა­ვე­ბა მო­ხდა მო­ხდა სა­სა­მა­რთლო­ში მი­მდ­ინ­არე სა­ქმ­ეში მა­თი სტ­ატ­უს­ის შესა­ბა­მი­სად. 2020 წე­ლს მი­ღე­ბუ­ლი 36 სა­ჩვ­რი­დან ავ­ტო­რთა უმ­რა­ვლ­ეს­ობ­ას წა­რმ­ოა­დგ­ენ­ენ სა­სა­მა­რთ­ლო­ში მი­მდ­ინ­არე და­ვის მხ­არ­ეე­ბი და მა­თი რა­ოდ­ენობა 64%-ს შე­ად­გე­ნს. წა­რმ­ომ­ად­გე­ნე­ლთა მი­ერ შე­მო­ტა­ნი­ლი სა­ჩი­ვრ­ებ­ის რა­ოდ­ენ­ობ­ის მაჩვენებელი კი – 36%-ია. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში დი­სც­იპ­ლი­ნუ­რი სამართალწარმოება არ დაწყებულა დაინტერესებული პირების საჩივრების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის, სახალხო დამცველის წინადადებისა თუ მოხსენებითი ბარათების საფუძველზე.

2020 წლ­ის პი­რვ­ელ კვ­არ­ტა­ლში შემოსული საჩივრების მაჩვენებელი საქმეთა კატეგორიების მიხედვით მეტწილად იმეორებს გასული წლების მონაცემებს. როგორც გასულ წლებში საქმეთა უმრავლესობა სამოქალაქო სამართლის საქმეებს შეეხება, ხოლო საჩივრის ავტორები ყველაზე მცირე რაოდენობით სისხლის სამართლის საქმეებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენაზე მიუთითებენ

საქმეთა განზოგადების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში საჩივრების 69% პირველი ინსტანციის მოსამართლეებს, ხოლო 32% სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს შეეხებოდა. 2020 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით საჩივრები არ იყო წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე.

საანგარიშო პერიოდში წინასწარი მოკვლევისათვის წარმოებაში არსებული 64 საჩივარი შეეხებოდა 62 მოსამართლეს. მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა სასამართლო ინსტანციებისა და საქმეთა კატეგორიების შესაბამისად ნაწილდება:

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin