დისციპლინური სამართალწარმოება

.
  • ნებისმიერი პირის საჩივარი, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;

  • სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

  • გამოძიების ორგანოს შეტყობინება;

  •  მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

ქმედება, რომელიც არღვევს შემდეგ პრინციპებს:

  • დამოუკიდებლობა 
  • მიუკერძოებლობა 
  • კეთილსინდისიერება  
  • წესიერება 
  • თანასწორობა  
  • კომპეტენცია და გულისხმიერება

სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის სტატუსს

დისციპლინური სახდელის სახეები

  •  შენიშვნა;

  •  საყვედური;

  •  მკაცრი საყვედური;       

  •  ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში;

  • სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;

  • მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები

  •  მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა

საერთო სასამართლოს მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია.

დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 10-დღიან ვადას თუ საჩივარში მითითებული არ არის მოსამართლის ვინაობა, საქმე და დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტი. ხარვეზის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება.

დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება თუ:

  • მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა:
    • დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი;
    • დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან  გასულია 1 წელი.
  • არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე  ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება;
  • მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება;
  • საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას.

!!! გთხოვთ გაითვალისწინოთ!!!

მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.

დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა. მოსამართლის მიმართ საჩივრის დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური შემოტანა გავლენას ვერ მოახდენს სამართლო გადაწყვეტილებაზევერ დააჩქრებს საქმის  განხილვას. საჩივრის წარმოდგენამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა.