ეროვნული შეჯიბრი

ეროვნული შეჯიბრი „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“

ეროვნული შეჯიბრი „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ სტუდენტებისათვის შექმნილი პროექტია, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის იმიტაციას.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მოსამართლის მიმართ არსებული საჩივრის ზეპირი განხილვის ფორმა – სიმულაცია შემუშავდა სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის და რეგულირდება შეჯიბრის წესებით.

ეროვნული შეჯიბრის მიზანი

შეჯიბრის მიზანს წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების გაზრდა, სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების წინაპირობები

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია

  • საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის/სკოლის მე-3 და მე-4 კურსის, ან/და მაგისტრატურის სტუდენტებს;
  • სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი უნდა შედგებოდეს 3 წევრისგან.

მონაწილეობის მისაღებად გუნდმა

შეჯიბრის ეტაპები

I ეტაპი: სარეგისტრაციო ფორმის შევსება

II ეტაპი: წერილობითი პოზიციის წარმოდგენა როგორც საჩივრის ავტორის, ასევე მოსამართლის საპასუხო პოზიციის დასაბუთებით (დარეგისტრირებულ მონაწილეებს საქმე გადაეგზავნებათ და მიეცემათ დრო წერილობითი პოზიციის მოსამზადებლად)

III ეტაპი: შესარჩევი რაუნდები (გუნდები თამაშობენ ერთხელ განმცხადებლის პოზიციას და ერთხელ მოპასუხის პოზიციას)

IV ეტაპი: ნახევარფინალი (ნახევარფინალში გასული გუნდი თამაშობს განმცხადებლის ან მოპასუხის პოზიციას)

V ეტაპი: ფინალური ეტაპი (ფინალში გასული გუნდი თამაშობს განმცხადებლის ან მოპასუხის პოზიციას)

დაჯილდოება და საპრიზო ფონდი

შეჯიბრში გათვალისწინებულია შემდეგი ნომინაციები:

  • ფინალში გამარჯვებული გუნდი;
  • ფინალისტი გუნდი;
  • საუკეთესო განმცხადებელი მხარის სპიკერი;
  • საუკეთესო მოპასუხე მხარის სპიკერი;
  • საუკეთესო განმცხადებელი მხარის წერილობითი მოსაზრება;
  • საუკეთესო მოპასუხე მხარის წერილობითი მოსაზრება;

ფინალში გამარჯვებული გუნდისათვის გათვალისწინებულია:

  • გამარჯვებულის თასი;
  • პრიზები.

საუკეთესო სპიკერებისთვის და წერილობითი მოსაზრებებისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი თასები.

შეჯიბრის ყველა მონაწილისთვის გათვალისწინებულია სერტიფიკატი.

საკონტაქტო პირი: მარიამ მაჭარაშვილი – შეჯიბრის ადმინისტრატორი – inspector@court.ge ტელ: 032 2 27 31 00 (229)

შეჯიბრის წესები იხილეთ თანდართულ ფაილში.