2021 წლის მესამე კვარტლის სტატისტიკური ანგარიში

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადდა კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2021 წლის 1 ივლისიდან 30 სდამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა 2021 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით განსახილველად მიიღო 42 დისციპლინური საჩივარი.

საანგარიშო პერიოდში ფორმის დაუცველად შემოსულია 25 წერილი, რის შემდეგაც საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ საჩივრის ფორმა და შევსების დეტალური ინსტრუქცია.

2021 წლის მესამე კვარტალში საჩივრის ავტორთა უმრავლესობას წარმოადგენენ სასამართლოში მიმდინარე დავის მხარეები. მათმა საერთო რაოდენობამ 62% შეადგინა. წარმომადგენელთა მიერ შემოტანილი საჩივრების რაოდენობის მაჩვენებელი 31%-ია, ხოლო დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილმა საჩივრებმა 7%-ს მიაღწია.

2021 წლის მესამე კვარტალში შემოსული საჩივრების უმრავლესობა სამოქალაქო სამართლის საქმეებს შეეხება და მათი პროცენტული მაჩვენებელი 52%-ს შეადგენს. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა 24%-ია, ხოლო ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა განხილვის პროცესში მოსამართლეთა მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე საჩივრების 19%-ია წარმოდგენილი

საქმეთა განზოგადების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში საჩივრების 72% პირველი ინსტანციის მოსამართლეებს შეეხება, მეორე ინსტანციის მოსამართლეთა მიმართ საჩივრების 24%, ხოლო მესამე ინსტანციის მოსამართლეთა მიმართ – 4% იყო წარმოდგენილი.

საანგარიშო პერიოდში წინასწარი მოკვლევისათვის წარმოებაში არსებული 42 საჩივარი 48 მოსამართლეს ეხება. მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა სასამართლო ინსტანციებისა და საქმეთა კატეგორიების შესაბამისად შემდეგნაირად ნაწილდება:


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin