2021 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური ანგარიში

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა 2021 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით განსახილველად მიიღო 36 დისციპლინური საჩივარი. საანგარიშო პერიოდში ფორმის დაუცველად შემოსულია 20 წერილი, რის შემდეგაც საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ საჩივრის ფორმა და შევსების დეტალური ინსტრუქცია.

2021 წლის პირველ კვარტალში საჩივრის ავტორთა უმრავლესობას წარმოადგენენ სასამართლოში მიმდინარე დავის მხარეები. მათმა საერთო რაოდენობამ 59% შეადგენა. წარმომადგენელთა მიერ შემოტანილი საჩივრების რაოდენობის მაჩვენებელი 33%-ია, ხოლო დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილმა საჩივრებმა 8%-ს მიაღწია

2021 წლის პირველ კვარტალში შემოსული საჩივრების უმრავლესობა სამოქალაქო სამართლის საქმეებს შეეხება და მათი პროცენტული მაჩვენებელი 45%-ს შეადგენს. ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა 36%, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის პროცესში მოსამართლეთა მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე საჩივრების 19%ია წარმოდგენილი.

საქმეთა განზოგადების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში საჩივრების 88% პირველი ინსტანციის მოსამართლეებს შეეხება. თითქმის იდენტურია სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა. მეორე ინსტანციის მოსამართლეთა მიმართ საჩივრების 7%, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ – 5%-ია წარმოდგენილი.

საანგარიშო პერიოდში წინასწარი მოკვლევისათვის წარმოებაში არსებული 36 საჩივარი 39 მოსამართლეს ეხება.2 მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა სასამართლო ინსტანციებისა და საქმეთა კატეგორიების შესაბამისად შემდეგნაირად ნაწილდება:


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin