დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადდა კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2022 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
დოკუმენტში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია დამუშავებულია საჩივრის ავტორთა, საქმეთა კატეგორიების, სასამართლო ინსტანციების, დისციპლინური გადაცდომებისა და მომზადებული დასკვნების შესაბამისად.