ვიდეოში ასაულია მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი. დისციპლინური სამართალწარმოება იწყება საჩივრის ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე. წინასწარ მოკვლევას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელიც დისციპლინურ საქმეზე მომზადებულ დასკვნებს განსახილველად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. საერთო სასამართლოს მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხს განიხილავს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, რომლის ზემდგომი ორგანოა სადისციპლინო პალატა. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.