დღეს, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 26-ე რიგგარეშე კონფერენციაზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა.ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას 2018 წლის 21 ნოემბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრის პერიოდის საქმიანობის შესახებ. მასში ასახული იყო როგორც სტატისტიკური მონაცემები, საქმეთა განზოგადება, ისე პრეცენდენტული საქმეების შესახებ ინფორმაცია.დამოუკიდებელმა ინსპექტორმა კონფერენციის წინაშე განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.