საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჩივრის ახალი ფორმა დაამტკიცა. საჩივარში შეიცვალა დისციპლინური გადაცდომის სახეები და გაიწერა ის რეკვიზიტები, რომელთა შევსებასაც ორგანული კანონი სავალდებულოდ მიიჩნევს.
საჩივარი განთავსებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4930960?publication=0, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს www.hcoj.gov.ge და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე https://dis.court.ge/discipline-judicial-process/.
საჩივრის ბეჭდური ვერსიის მიღება შესაძლებელია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში მისამართზე ქ. თბილისი, 0144, ბოჭორმის ქ. 12.