გრძელდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის ტრენინგების სერია გადაწყვეტილებების დასაბუთების გაუმჯობესების მიზნით. ტრენინგებს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით ექსპერტი ეკა ლომთათიძე უძღვება.
2021 წლის 11 მარტის სესია სამართლის ნორმების განმარტებისა და სინთეზის საკითხებს შეეხებოდა. ტრენინგის ფარგლებში ექსპერტმა მიმოიხილა როგორც ინტერპრეტაციის თეორიები, ასევე სამართლის ნორმების გადაწყვეტილებებში გამოყენების პრაქტიკულ ასპექტები.