დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აგრძელებს შეხვედრებს პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან. 2021 წლის 23 აპრილს, შეხვედრა გაიმართა იურიდიულ დახმარების სამსახურთან და მას 20-მდე ადვოკატი ესწრებოდა.
შეხვედრაზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა – ზურაბ აზნაურაშვილმა, 2020 წელს, დისციპლინურ სამართალწარმოებაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მათთან დაკავშირებულ პრაქტიკაზე ისაუბრა, მონაწილეებს სტატისტიკური ინფორმაცია გააცნო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.