დღეს, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებასა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის როლზე ისაუბრა.
კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრას 20-მდე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი ესწრებოდა.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა შეხვედრა დისკუსიის ფორმატით დაასრულა და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის.