დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა ევროპის უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტების მომზადებისათვის და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
- გამოცდილების ურთიერთგაზიარება;
- საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების პროცესში თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების ხელშეწყობა;
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.