2021 წლის 6 ოქტომბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით საჯარო ლექცია ჩაატარა.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ლექციაზე ისაუბრა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიზნებზე, პროცესსა და პროცედურებზე.
ყურადღება გაამახვილა სტატისტიკურ მონაცემებზე და სტუდენტებს მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ბოლოს ზურაბ აზნაურაშვილმა სტუდენტებს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო კითხვებისთვის მადლობა გადაუხადა