დამოუკიდებელი ინსპექტორის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით დისციპლინურ საქმეზე 148/21 შეწყდა სამართალწარმოება მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მოთხოვნის ნაწილში. დისციპლინური სამართალწარმოება გაგრძელდა დისციპლინური გადაცდომის სხვა ფაქტების შესწავლის ნაწილში.