2022 წლის 26 და 28 ოქტომბერს, ზურაბ აზნაურაშვილმა საჯარო ლექცია გამართა ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ისაუბრა დისციპლინური სამართალწარმოების მიზნებზე, პროცესსა და პროცედურებზე.
სტუდენტებს არსებული პრაქტიკა გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ზურაბ აზნაურაშვილმა სტუდენტებს ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობისაკენ მოუწოდა და წარმატებები უსურვა.