დასრულდა რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრი „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“.
ეროვნული შეჯიბრი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის სიმულაციას წარმოადგენს. მასში მონაწილეობა საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი 25-მდე გუნდმა გამოთქვა, რომელთაგან
წერილობითი მოსაზრება 14-მა წარმოადგინა, ხოლო შესარჩევ რაუნდებზე მსაჯების წინაშე 10 გუნდი წარსდგა.
ეროვნული შეჯიბრის ნახევარფინალი და ფინალი 11 დეკემბერს გაიმართა.
ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გახდნენ – თეკლე ნაროუშვილი, ნინო ქენქაძე და ანა თათულაშვილი, რომელთაც ასევე გადაეცათ პრიზი მოპასუხე მხარის საუკეთესო წერილობითი მოსაზრებისათის.
ფინალში ასევე მონაწილეობდნენ – ანა მჭედლიშვილი, თამაზ ღლონტი და მარიტა სამხარაძე.
საუკეთესო განმცხადებელი მხარის სპიკერი გახდა თეკლე ბრეგვაძე, ხოლო საუკეთესო მოპასუხე მხარის სპიკერი – რატი აბუსერიძე.
განმცხადებელი მხარის საუკეთესო წერილობითი მოსაზრებისათვის პრიზი გადაეცათ – ელენე ბურნაძეს, ანა ტაბატაძესა და ნინო ლევერაშვილს.
შეჯიბრის შედეგად გამარჯვებულებს როგორც დამოუკიდებელი ინსპექტორის
სამსახურის, ისე იუსტიციის უმაღლესი სკოლის და ევროპის საბჭოს პრიზები გადაეცათ.