,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ დამუშავდა და ანგარიშის სახით გამოიცა 2020 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები.
ანგარიშში სტატისტიკური ინფორმაცია დამუშავებულია საქმეთა კატეგორიების, სასამართლო ინსტანციების, დისციპლინური გადაცდომის სახეებისა და მომზადებული დასკვნების შესაბამისად. ამასთან, გაანალიზებულია საჩივრის ავტორთა და მოსამართლეთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები.
ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის ,,სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის” ხელშეწყობით.