დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადდა კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით.
დოკუმენტში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია დამუშავებულია საჩივრის ავტორთა, საქმეთა კატეგორიების, სასამართლო ინსტანციების, დისციპლინური გადაცდომებისა და მომზადებული დასკვნების შესაბამისად.