ანგარიშის წარდგენა მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე

საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე ზურაბ აზნაურაშვილმა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის 2020-2021 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, მოსამართლეებს ასევე გააცნო სტატისტიკური მონაცემები და მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ ინფორმაცია.

ზურაბ აზნაურაშვილმა მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები მიმოიხილა. ამასთან,  გაამახვილა ყურადღება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის არსებულ გამოწვევებზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin