CEPEJ-სა და RESIJ-ის წარმომადგენლებთან სემინარი გაიმართა

2024 წლის 2-3 თებერვალს Council of Europe Office in Georgia • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში-ს ხელშეწყობით დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისთვის გაიმართა სემინარი სასამართლო ინსპექტირებასთან და სასამართლო სტატისტიკასთან დაკავშირებული CEPEJ (ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია) ინსტრუმენტების ევროპული პრაქტიკის შესახებ.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი შოთა ქადაგიძე და ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ასევე ხორვატიის იუსტიციის მინისტრის მრჩეველი და CEPEJ-ს ვიცე-პრეზიდენტი ივან ჩრნჩეჩი და საფრანგეთის ყოფილი დამოუკიდებელი ინსპექტორი და CEPEJ-ს ექსპერტი – ვინსენტ დელბოსი, ასევე, შეხვედრაზე დისტანციურად ჩაერთო RESIJ-ის (დამოუკიდებელ ინსპექტორთა ევროპული ქსელის) პრეზიდენტი – როქსანა იოანა პეტქუ.

სემინარზე მონაწილეებმა განიხილეს CEPEJ-ს რეკომენდაციები, ევროპის ქვეყნების სასამართლო ინსპექციის პრაქტიკა, ამასთან, გაიმართა დისკუსია საჩივრების შეტანის, გადაცდომის სახეების, კომუნიკაციის ხარისხის ამაღლებისა და სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შესახებ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin