დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელშეწყობით და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩართულობით იწყებს ეროვნულ შეჯიბრს სტუდენტებისათვის „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“.
ეროვნული შეჯიბრი დისციპლინური წარმოებისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მოსამართლის მიმართ არსებული საჩივრის განხილვის იმიტაციაა.
შეჯიბრის მიზანს წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების გაზრდა, სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.
იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის ან/და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ მოტივაცია, დაინტერესებულები არიან სამოსამართლო ეთიკითა და დისციპლინური სამართალწარმოებით, ვიწვევთ ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეობის მსურველმა გუნდმა 2023 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიაროს https://forms.gle/H6VrpM9aWvfsTeem6 საშუალებით. რეგისტრაციის შედეგად გუნდების შერჩევა დასრულდება 28 ნოემბერს.
შერჩეულ გუნდებს გადაეგზავნებათ საქმე და მიეცემათ დრო წერილობითი პოზიციის მოსამზადებლად. წერილობითი მოსაზრებების შემდეგ გუნდები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ პროცესში.
ეროვული შეჯიბრის იმიტირებული პროცესები გაიმართება 16-17, 23 დეკემბერს.
შეჯიბრში გათვალისწინებულია შემდეგი ნომინაციები:
· ფინალში გამარჯვებული გუნდი;
· ფინალისტი გუნდი;
· საუკეთესო განმცხადებელი მხარის სპიკერი;
· საუკეთესო მოპასუხე მხარის სპიკერი;
· საუკეთესო განმცხადებელი მხარის წერილობითი მოსაზრება;
· საუკეთესო მოპასუხე მხარის წერილობითი მოსაზრება.
ფინალში გამარჯვებული გუნდისათვის გათვალისწინებულია:
· გამარჯვებულის თასი;
· პრიზები.
საუკეთესო სპიკერებისთვის და წერილობითი მოსაზრებებისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი თასები.
შეჯიბრის ყველა მონაწილისათვის გათვალისწინებულია სერტიფიკატი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ inspector@court.ge ან დაგვირეკეთ 032 2 27 31 00 (229).