დამოუკიდებელი ინსპექტორის ვიზიტი რიგაში

2018 წლის 05 აპრილს, ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით, დამოუკიდებელი ინსპექტორი ეთიკისა და სასამართლო სისტემაში კორუფციის პრევენციის საკითხებზე იმყოფებოდა სემინარზე რიგაში. ვიზიტი შეეხებოდა კორუფციასთან დაკავშირბეულ პრობლემებს, კორუფციის პრევენციის საკითხებს ასევე, სასამართლოში ქცევასა და ეთიკის წესებს. სემინარის ფარგლებში მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეხატათ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე. მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული საქმის მასალები და გაიმართა ფართო დისკუსია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin