იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2018 წლის 29 მაისს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) წარმომადგენლებს შეხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამოუკიდებელ ინსპექტორს გააცნეს “სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის მიზანი და ამოცანები, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებული კომპონენტი (მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია).
შეხვედრის შედეგად სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.