დამოუკიდებელი ინსპექტორი „მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოში“ – კვლევის პრეზენტაციას დაესწრო

2018 წლის 18 სექტემბერს სასტუმრო Courtyard Marriott-ში „მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოში“ – კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. სასამართლო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული კვლევის თანახმად არსებული საქმეების გათვალისწინებით მოსამართლეთა ამჟამინდელი რაოდენობა მცირეა.

საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ექსპერტთა მიერ შემუშავდა რეკომენდაციები კერძოდ, მოსამართლეთა რაოდენობა 380-დან 450-მდე გაზრდის თაობაზე. ექსპერტ იესპერ ვიტრუპის განცხადებით დატვირთულობის ამჟამინდელი მაჩვენებლების გათვალისწინებით,410 მოსამართლის შემთხვევაშიც კი საქართველოს სასამართლოებს მაღალიდატვირთულობა ექნებათ იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც სასამართლო სისტემები კარგად მუშაობს.

კვლევა მომზადდა ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროკავშირის პროექტის – EU4Justice და USAID -ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის – PROLoG მიერ.

ღონისძიებას სასამართლო სისტემის წარმომადგენლების გარდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

19194 SharesLikeCommentShare

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin