დამოუკიდებელი ინსპექტორი ბიზნეს სამართლის ფორუმს დაესწრო

თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, პირველად ყოველწლიური ბიზნეს სამართლის ფორუმი გაიმართა. ღონისძიება “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის”, ,,იურიდიული პროფესიების განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების გახსნას დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები დაესწრნენ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და სტუდენტებმა. ფორუმის მონაწილეებმა ბიზნეს სამართალთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური და პრობლემური საკითხები განიხილეს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin