მემორანდუმს ხელი დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ და ა(ა)იპ „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა მარუაშვილმა მოაწერა.
მემორანდუმის მიზანს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს.
დოკუმენტის საფუძველზე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აქტიურად ჩაერთვება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის სალექციო-სასემინარო შეხვედრების ორგანიზებასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში.
უახლოეს მომავალში დამოუკიდებელი ინსპექტორი აქტიურ შეხვედრებს გამართავს ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტებთან.