2019 წლის 28 თებერვალს, დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით დამოუკიდებელი ინსპექტორი და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები გორში ადვოკატებს, სტუდენტებსა და ადგილობრივი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო USAID-PROLoG – Promoting Rule of Law in Georgia Activity-ის მხარდაჭერით დემოკრატიული ჩართულობის ქსელის მიერ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა