2019 წლის 15-16 მაისს, დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით დამოუკიდებელი ინსპექტორი და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ქუთაისში ადვოკატებს, სტუდენტებსა და ადგილობრივი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და სამსახურის აპარატის თანამშრომლებმა სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისადმი მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპებსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დისციპლინურ საქმეთა განზოგადების შესახებ.
შეხვედრები ორგანიზებულია USAID/PROLOG – Promoting Rule of Law in Georgia Activity-ის მხარდაჭერით დემოკრატიული ჩართულობის ქსელის მეირ.
შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
შეხვედრის ერთი-ერთი მთავარი თემა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურის დახვეწა და დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების გაძლიერება იყო.