დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური USAID/PROLOG-ის ექსპერტს შეხვდა

2018 წლის 20 თებერვალს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, USAID/PROLoG-ის ამერიკელ ექსპერტს ვიქტორია ჰენლის შეხვდა.

ვიქტორია ჰენლი ბოლო წლების მანძილზე USAID/PROLoG-ის მოწვევით აქტიურად არის ჩართული მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის თუ შესაბამისი სახელმწიფო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ახლად შექმნილი სამსახურისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას. ამ მიზნით, 20 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ეფექტიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე და არსებულ გამოწვევებზე.

სამუშაო შეხვედრის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა ირგვლივაც პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მუშაობის გაგრძელება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin