დამოუკიდებელი ინსპექტორი – ზურაბ აზნაურაშვილი დღეს აპარატის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორი სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოს და განხორციელებული ღონოსძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
,,დამოუკიდებელი ინსპექტორის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება დამეხმარება, მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად ვაწარმოო საქმიანობა. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. მნიშვნელოვანია მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები, დამოუკიდებლობის გარანტიები. არის გარკვეული საკითხები, რომელიც საკანონდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ვეცდები, ვიყო მაქსიმალურად ღია და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობის შესახებ” – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებთან.
ზურაბ აზნაურაშვილი დამოუკიდებელი ისნპექტორის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 23 იანვარს, 5 წლის ვადით აირჩია.