დამოუკიდებელი ინსპექტორი და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, დღეს, ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“ უფროს ოფიცერ გიორგი გიორგაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილეს, თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.