დამოუკიდებელი ინსპექტორი იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური აგრძელებს შეხვედრებს პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან. 2021 წლის 23 აპრილს, შეხვედრა გაიმართა იურიდიულ დახმარების სამსახურთან და მას 20-მდე ადვოკატი ესწრებოდა.

შეხვედრაზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა – ზურაბ აზნაურაშვილმა, 2020 წელს, დისციპლინურ სამართალწარმოებაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მათთან დაკავშირებულ პრაქტიკაზე ისაუბრა, მონაწილეებს სტატისტიკური ინფორმაცია გააცნო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin