დღეს, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 11 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სამართლისა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან დისციპლინური საამართალწარმოების სპეციფიკასა და სასწავლო მოდულებში პრაქტიკული კომპონენტის გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სამომავლო გეგმებიც მიმოიხილა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ეროვნულ შეჯიბრში სტუდენტთა აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.
შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელშეწყობით გაიმართა და მას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამათლის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.