დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისთვის ტრენინგების სერია დაიწყო

Usaid/prolog-ის კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში პროექტის ხელშეწყობით დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგების სერია დაიწყო.

ტრენინგის პირველი დღე დისციპლინური სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებსა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე მსჯელობას დაეთმო, ხოლო მომდევნო დღეებში ექსპერტი ისაუბრებს სოციალურ ქსელში მოსამართლის აქტიურობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე, თანასწორობის პრინციპის დარღვევასა და მოკვლევის პრინციპებზე.

ტრენინგს ექსპერტი ვიქტორია ჰენლი უძღვება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin