შეხვედრას დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი უძღვებოდა. ზურაბ აზნაურაშვილმა, ახლად შექმნილ მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპები, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და სამოსამართლო ეთიკის საკითხებზე დისციპლინური გადაცდომების შესახებ არსებული პრაქტიკა გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიით ფორმატით დასრულდა. მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელშეწყობით გაიმართა.