საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, 2023 წლის 27 ივლისის, განკარგულებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე, 5 წლის ვადით, შოთა ქადაგიძე იქნა არჩეული.
მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელიც დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.