დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შოთა ქადაგიძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, 2023 წლის 27 ივლისის, განკარგულებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე, 5 წლის ვადით, შოთა ქადაგიძე იქნა არჩეული.

მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელიც დასაბუთებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin