დამოუკიდებელმა ინსპექტორის სამსახური IDFI-ს წარმომადგენელს შეხვდა

2018 წლის 02 ოქტომბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელს შეხვდნენ. ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან“ (EMC) და ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC) ერთად ახორციელებს პროექტს ,,სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“. პროექტის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიის თანახმად, მონიტორინგის განხორციელებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს იმ პირთა გამოკითხვა წარმოადგენს, რომელთაც უშუალოდ შეხება აქვთ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ როგორც უშუალო ისე, ელექტრონულ ინტერვიუ/გამოკითხვაში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin