2019 წლის 26 მარტს, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა და ისაუბრა თემაზე ,,დამოუკიდებელი ინსპექტორის როლი დისციპლინური სამართალწარმოებაში”.
საჯარო ლექციის ფარგლებში მიმოიხილა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლები, დისციპლინური გადაცდომის სახეები, დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის პრინციპები და თავისებურებები, სამართალწარმოების ეტაპები და სახდელის სახეები.
საჯარო ლექცია ორგანიზებული იყო ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის მიერ მემორანდუმის ფარგლებში.