ახლად არჩეულმა დამოუკიდებელმა ინსპექტორმა შოთა ქადაგიძემ, დღეს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელს უმასპინძლა.
პროექტის, სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში, ოფიცერმა დამოუკიდებელ ინსპექტორს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეები თანამშრომლობის გაძლიერებასა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.