2022 წლის 18 და 19 ოქტომბერს, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექციები გამართა.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სტუდენტებთან ისაუბრა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებაზე, არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. სტუდენტებს ზურაბ აზნაურაშვილმა სამსახურის სამომავლო გეგმები გააცნო.
ლექცია კითხვა პასუხის რეჟიმით წარიმართა.