დასრულდა პირველი ეროვნული შეჯიბრი „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“

„სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ სტუდენტური შეჯიბრია, რომელიც მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის სიმულაციას წარმოადგენს.

მასში მონაწილეობა საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. ეროვნულ შეჯიბრში რეგისტრაცია 30-მდე გუნდმა გაიარა, ხოლო შესარჩევი ეტაპრების შემდეგ ზეპირ მოსმენაზე მსაჯების წინაშე 11 გუნდი წარსდგა.

12 დეკემბერს ეროვნული შეჯიბრის ნახევარფინალი და ფინალი გაიმართა.

შეჯიბრის შედეგად გამარჯვებულებს როგორც დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის, ისე იუსტიციის უმაღლესი სკოლის და ევროპის საბჭოს პრიზები გადაეცათ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin