2020 წლის 13 აპრილს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისთვის USAID/PROLoG-ის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე – სასამართლოს დამოუკიდებლობის საფრთხეები (მოსამართლის მიუკერძოებლობა).
Covid-19 საფრთხეებიდან გამომდინარე შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრას ლექსინგტონიდან (ვირჯინია, აშშ) ექსპერტი ჯეიმს მოლიტერნო უძღვებოდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. მიმოიხილეს რელევანტური საერთაშორისო აქტები და განიხილეს რამდენიმე ჰიპოთეტური საქმე.