დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა საერთაშორისო ორგამიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სტრატეგიული განვითარების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული აქტივობები მიმოიხილა.
შეხვედრის შედეგად განისაზღვრა ის აქტივობები, რომელთა განხორციელებაში დონორი ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვებიან.
დამოუკიდებელი ინსპექტორმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) წარმომადგენლებს განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის.