ეროვნული შეჯიბრი “სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა”

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამახურმა ყოველწლიური ეროვნული შეჯიბრი „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ 16 დეკემბერს შესარჩევი რაუდით დაიწყო.

შესარჩევი რაუნდებში ცამეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გუნდებმა ერთმანეთს, როგორც საჩივრის ავტორის, ისე მოსამართლის პოზიციები დაუპირისპირეს და მსაჯების სხვადასხვა შემადგენლობის წინაშე პოზიციები დაიცვეს.

ეროვნული შეჯიბრი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების იმიტაციას წარმოადგენს და მასში საქართველოს მასშტაბით წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. შეჯიბრის ფინალური ეტაპი 23 დეკემბერს გაიმართება.

პირველი იმიტირიბული დისციპლინური სამართწალრმოების პროცესი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელშეწყობით იმართება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin