დამოუკიდებელი ინსპექტორის სამახურმა ყოველწლიური ეროვნული შეჯიბრი „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ 10 დეკემბერს შესარჩევი რაუდით დაიწყო.
შესარჩევი რაუნდებში ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გუნდებმა ერთმანეთს, როგორც საჩივრის ავტორის, ისე მოსამართლის პოზიციები დაუპირისპირეს და მსაჯების სხვადასხვა შემადგენლობის წინაშე პოზიციები დაიცვეს.
ეროვნული შეჯიბრი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების სიმულაციას წარმოადგენს და მასში საქართველოს მასშტაბით წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. შეჯიბრის ფინალური ეტაპი 11 დეკემბერს იმართება.
პირველი იმიტირიბული დისციპლინური სამართწალრმოების პროცესი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპისსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელშეწყობით იმართება.