მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს აქვს უფლება საჩივრით მიმართოს დამოუკიდებელ ინსპექტორს.
იმისათვის, რომ მოსამართლის მიმართ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თქვენი საჩივარი უნდა პასუხობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. ანონიმური საჩივრის ან განცხადების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება.
დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ დამოუკიდებელ ინსპექტორს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
დისციპლინური საჩივარი შეგიძლიათ შემოიტანოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში ან გამოაგზავნოთ ფოსტით მისამართზე ქ. თბილისი, 0144, ბოჭორმის ქ. №12. საჩივარი ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: disciplinary@court.ge; inspector@hcoj.gov.ge.
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში საჩივრის წარდგენისათვის გადასახადი არ არის დადგენილი.
დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 10-დღიან ვადას თუ საჩივარში მითითებული არ არის:
ხარვეზის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება.
დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება თუ:
დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია:
დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა ორი თვეა. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.
დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის მიერ ჩადენილი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ქმედება.დისციპლინური გადაცდომა არ არის დანაშაული. მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.
დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი, კერძოდ:
დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებაა – მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.
დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის გასაჯაროება. გადაწყვეტილების მისაღებად გამართული თათბირი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გასაჯაროება დაუშვებელია.
მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილება ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება.
მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას. დისციპლინური სამართალწარმოება არ გულისხმობს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთების ან შინაარსობრივი მხარის შემოწმებას.
დამოუკიდებელი ინსპექტორი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, არ არის უფლებამოსილი დააჩქაროს საქმის განხილვა. დამოუკიდებელ ინსპექტორს უფლება არ აქვს მოახდინოს ზედამხედველობა სასამართლოს მიერ გამოტანილ აქტზე.
დისციპლინური სამართალწარმოების მიზანი არ არის მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა გაუქმება ან შეცვლა. შესაბამისად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების ან სახდელის გამოყენება გავლენას ვერ იქონიებს მის მიერ გამოტანილ რომელიმე გადაწყვეტილებაზე.
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია:
ელექტრონული ფოსტით disciplinary@court.ge;
სოციალურ ქსელ Facebook-ში პირადი შეტყობინების საშუალებით;
ქალაქის ფიქსირებულ ნომერზე (032) 2 27 31 00 შიდა ნომრით 122 ან 229;
ცხელ ხაზზე 571 071 993.
ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ცხელ ხაზზე შეგიძლიათ მიიღოთ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. მათ შორის, საჩივრის შევსების შესახებ, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესისა და პროცედურების შესახებ, დისციპლინური გადაცდომების შესახებ.
თუ უკვე წარმოდგენილი გაქვთ დისციპლინური საჩივარი ცხელი ხაზის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია დისციპლინური სამართალწარმოების მიდინარეობის შესახებ.
ანონიმური სახით კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე. ნებისმიერ პირს, ვინაობის გამხელის გარეშე, შეუძლია მოისმინოს პასუხი დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ მისთვის საინტერესო კითხვებზე (გარდა მიმდინარე ან/და დასრულებული დისციპლინური საქმეებისა).
ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება.