დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ ორგანული კანონის შესაბამისად, მომზადდა კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ანგარიშში სტატისტიკური ინფორმაცია დამუშავებულია საქმეთა კატეგორიების, სასამართლო ინსტანციების, დისციპლინური გადაცდომის სახეებისა და მომზადებული დასკვნების შესაბამისად. ამასთან, გაანალიზებულია საჩივრის ავტორთა და მოსამართლეთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები.