2018 წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებითა და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის (EU4JUSTICE) ხელშეწყობით მედიის წარმომადგენლებისთვის კახეთში სემინარი გაიმართა.
სემინარის მონაწილეებმა განიხილეს ახალი კონსტიტუცია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სასამართლო სისტემა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის პერსპექტივა.
სემინარში აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე, რომელმაც ისაუბრა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის რეფორმაზე. საკანონმდებლო სიახლეებსა და გამოწვევებზე.
სემინარს მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მედია სემინარი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.